2024 წელს კომპანიებმა ქართულ ბაზარზე ₾570 მილიონის ობლიგაციები გამოუშვეს

2024 წელს კომპანიებმა ქართულ ბაზარზე ₾570 მილიონის ობლიგაციები გამოუშვეს

2024 წელს 570 მლნ ლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ემისია განხორციელდა. როგორც Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსმა ვანო კიკვილაშვილმა BMG-ის უთხრა, ამ მოცულობის ემისია ჯამში 11-მა ქართულმა კომპანიამ განახორციელა. ამას გარდა, შარშან ბაზარს ექვსი ახალი ემიტენტი დაემატა. ემისიების 66% დოლარზე მოდის, 20% – ლარზე, 14% კი ევროზე.

“ქართულ ბაზარზე ძირითადად უცხოური ვალუტის ობლიგაციებს ფიზიკური პირები ყიდულობენ, ხოლო ლარის ობლიგაციებს – კომერციული ბანკები. საპენსიო ფონდიც მონაწილეობს ხოლმე, თუმცა მეტწილად ლარის ემისიებში”, – ამბობს კიკვილაშვილი და ამატებს, რომ შარშან ობლიგაციები ორმა კომერციულმა ბანკმა: ბაზის და ლიბერთი ბანკებმა გამოუშვეს.

ობლიგაცია სავალო ფასიანი ქაღალდია. ემიტენტი გამოსცემს ობლიგაციას, რათა მიიღოს თანხა ინვესტორებისგან, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაასესხონ ფული გარკვეული დროის პერიოდით.

როდესაც ინვესტორი ყიდულობს ობლიგაციას, ის ფულს ასესხებს ობლიგაციის გამომშვებ პირს, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო, საფინანსო ინსტიტუტი ან კორპორაცია. სანაცვლოდ, ინვესტორის წინაშე ემიტენტი ვალდებულია, გაისტუმროს ხელშეკრულებით განსაზღვრული კუპონი (ერთგვარი სარგებლის თანხა, რომელიც განსაზღვრულია კუპონის განაკვეთით) და ნომინალური ღირებულება (სესხად აღებული ძირი თანხა), რომელთა ანაზღაურებაც უნდა მოხდეს ობლიგაციის დაფარვის ვადის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების…

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…